რესტორანი PANORAMA
hr.geხარჯთაღმრიცხველი
ბათუმიApply by 15 Dec 2026
ბათუმში, საერთაშორისო ქსელის მქონე ბრენდულ სარესტორნო კომპლექსში, რესტორანი „PANORAMA“ აცხადებს ვაკანსიას: ხარჯთაღმრიცხველი (Cost Controller)
ძირითადი მოვალეობები:
რესტორნის ხარჯების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
პროდუქციის შესყიდვების, ფასებისა და დანახარჯების კონტროლი;
სასაწყობე ნაშთებისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
ფაქტობრივი და თეორიული თვითღირებულების შედარება და ანალიზი;
პროდუქციის კალკულაციების შემუშავება, გადამოწმება და პერიოდული განახლება შეფ-მზარეულებთან და საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით;
პროდუქციის ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი;
ყოველთვიური ანგარიშგების (Report) მომზადება და ანალიზი;
ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემცირების გზების გამოვლენა.
ძირითადი მოთხოვნები:
სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
უცხო ენის (ინგლისური ან სხვა) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
1C, StoreHouse და R-Keeper პროგრამების ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
Excel-ის ცოდნა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
ვუზრუნველვყოფთ კვებას;
გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
გექნებათ დამატებითი ბენეფიტები;
გახდებით საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიული გუნდის წევრი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sberaia@orbi.net
სათაურის ველში მიუთითეთ: „PANORAMA – Cost Controller“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 555 11 17 15
Source: hr.ge, jobs.ge. Availability may change.