აი სი არ თრეიდი
hr.geმოლარე-კონსულტანტი
თბილისიApply by 15 Dec 2026
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):
საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;
დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.
მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;
სავაჭრო ობიექტების ლოკაციის ჩამონათვალი:
სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.
სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"
სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
აღმაშენებლის გამზ. 144
ვაჟა-ფშაველას 26.
პეკინის გამზ. 25
ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/ifl2
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.