Skip to main content
Back to all jobs

HH Recruitment

hr.ge

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიApply by 19 Nov 2026
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც ჰიგიენური საშუალებების ვაჭრობისა და დისტრიბუციის სფეროში მოღვაწეობს. ძირითადი მოვალეობები: არსებულ დამკვეთებთან ურთიერთობა, ახალი დამკვეთების მოძებაზე მუშაობა; კომპანიის ასორტიმენტის ცოდნა; სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება; მიწოდების გუნდთან სინქრონული მუშაობა; კონკურენტების შესახებ ინფორმაციის ფლობა; დებიტორების კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი; 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრისელერის/კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის/გაყიდვების აგენტის პოზიციაზე; აუცილებელია ჰორეკა სეგმენტზე მუშაობის გამოცდილება; მართვის მოწმობა - B კატეგორია. დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30; ოფისი მდებარეობს დიღომში; კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილს; კომპანია უზრუნველყოფ საწვავის ლიმიტსა და ცვეთის ხარჯებს; სამედიცინო დაზღვევა; სატელეფონო ლიმიტი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: recruitment2@hh.ge

Source: hr.ge. Availability may change.