Skip to main content
Back to all jobs

HH Recruitment

hr.ge

გაყიდვების მენეჯერი / ლოგისტიკა

თბილისიApply by 19 Nov 2026
ერთ-ერთი ლოგისტიკური კომპანიისთვის, რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს საჰაერო/საზღვაო/სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს თბილისში. ფუნქცია-მოვალეობები: ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით; არსებული და საკუთარი აქტიური კლიენტების ბაზის განვითარება, შენარჩუნება და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა; კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება; ტარიფებისა და მომსახურების პირობების შეთანხმება ოპერაციულ გუნდთან და შეკვეთების სწორად გადაცემა; გაყიდვების გეგმისა და ინდივიდუალური KPI-ების შესრულება; CRM-ში პროცესის, კომუნიკაციისა და პროგნოზების დროული აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკურ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; სასურველია ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკაში; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე; აუცილებელია Microsoft და CRM პროგრამების ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია; ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი სამუშაო ადგიკლმდებარეობა - თბილისი სამუშაო კვირა - 40 საათი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment2@hh.ge წარმატებებს გისურვებთ!

Source: hr.ge. Availability may change.