თოდუას კლინიკა
hr.geენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი-თანაშემწე
თბილისიApply by 12 Dec 2026
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი-თანაშემწის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის სტაციონარული ისტორიის, ფორმა №IV-100/ა-ს), წარმოება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
დეპარტამენტის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და მიმდინარე საკითხების ოპერატიული გადაჭრა;
ექიმების სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი პროცედურების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება ( უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ ქირურგს).
სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვება უპირატესობად;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის უნარი;
გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორინეტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დინამიკურ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე სამუშაო პროცესის ერდროულად კოორდინაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფიდენციალურობის დაცვა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 -17:00 (შაბათი და კვირა - დასვენების დღეები).
სამუშაო ადგილი: ცენტრალური ფილიანი - თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13.
ანაზღაურება: 1 875 ლარი (GROSS)
დამატებითი სარგებელი:
Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება კლინიკაში;
FitPass;
ფინანსური მხარდაჭერა ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
სტაბილური, განვითარებაზე ორინეტირებული სამუშაო გარემო და პროცესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fYe1Sl9c
Source: hr.ge. Availability may change.