კლინიკა რეიმანი
hr.geლაბორატორიის დასუფთავების სანიტარი
თბილისიApply by 12 Dec 2026
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას სანიტარის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ლაბორატორიის შინაგანაწესის დაცვა;
ლაბორატორიის დასუფთავება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც მოიცავს ლაბორატორიის ყოველდღიურ და გენერალურ დალაგებას;
უეცრად წარმოქმნილი დაბინძურების დროული აღმოფხვრა;
სადეზინფექციო ხსნარების მომზადება (განზავებისა და უსაფრთხოდ გამოყენების წესების ფლობა და დაცვა);
დასალაგებელი ინვენტარის მიზნობრივი გამოყენება და დასუფთავებული ინვენტარის შენახვისა და მარკირების წესების დაცვა;
ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ რეკომენდებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
გარემოს დაცვის მიერ რეკომენდებული ნარჩენების მართვის წესების დაცვა;
ნარჩენების კონტეინერის-ბლოკ-სქემებით გათვალისწინებული ტრაექტორიითა და გრაფიკით უსაფრთხო გადატანის უზრუნველყოფა;
ნარჩენების კონტეინერების რეცხვა-დეზინფექცია;
სანიტარულ კვანძებში ასრებული ხელის დასამუშავებელი დისპენსერების შევსება, ქაღალდის ხელსახოცით უზრუნველყოფა;
რუტინული და გენერალური დასუფთავების გრაფიკების წარმოების წესების დაცვა;
დასუფთავების ამსახველი ჩანაწერების წარმოება შესაბამის სარეგისტრაციო ფორმებში;
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების ფლობა და დაცვა.
საქმიანობასთან და ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული უწყვეტი განათლების პროცესში აქტიური მონაწილეობა
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო განათლება;
სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
ცოდნა, უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დილციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ,
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საბურთალო, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი #3
შერჩევის ეტაპები:
მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
თუაკმაყოფილებთ საკვალიფიკაციომოთხოვნებს და გაქვთ სურვილიგახდეთ ჩვენიგუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე: hel-ai.com/apply/3z7ePcx
გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.