Skip to main content
Back to all jobs

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+

hr.ge

ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერი

თბილისიApply by 12 Dec 2026
კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/ სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ხარისხის მართვის სისტემას, კოორდინაციას გაუწევს პროდუქციის სერტიფიცირებას და გააკონტროლებს საწარმოო და სამონტაჟო პროცესების შესაბამისობას მოქმედ პროცედურებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ISO 9001-ის მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და ეფექტიანობის მონიტორინგი; მოქმედი პოლიტიკის, პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და ფორმების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება და დოკუმენტბრუნვის მართვა; საწარმოო და სამონტაჟო პროცედურების დაცვის კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან გაუმჯობესების ღონისძიებების კოორდინაცია; დეპარტამენტებთან ერთად ხარისხის მიზნებისა და შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრა და მონიტორინგი; შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება, შედეგების შეფასება და შეთანხმებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი; სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლის შედეგების პროგრამაში ასახვა, შესაბამისი რეპორტების მომზადება, გამოვლენილი შეუსაბამობების რეგისტრაცია და მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მონიტორინგი; წარმოებასა და კომპანიის სხვა პროცესებში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია, მიზეზების ანალიზისა და მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტიანობის შეფასება; ობიექტების პროგრესისა და ხარისხის კონტროლის რეპორტების განხილვა, დაფიქსირებული ინფორმაციის რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების კოორდინაცია; სერტიფიცირებული პროდუქტების მასალების მომწოდებლების შეფასებაში მონაწილეობა და მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებული შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია; პროდუქციის სერტიფიცირების, CE მარკირებისა და სერტიფიკატების მოქმედების შენარჩუნებისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ცეცხლმედეგი კარებისა და ცეცხლმაქრების შესაბამისობის შეფასებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და განახლების კოორდინაცია; ქარხნული წარმოების კონტროლის სისტემის (FPC), მასალებისა და მზა პროდუქციის მიკვლევადობისა და შესაბამისი ჩანაწერების კონტროლი; გამოცდების, ინსპექტირებისა და გარე აუდიტების დაგეგმვა, შესაბამის დეპარტამენტებთან მომზადების კოორდინაცია და შედეგებზე რეაგირება; სერტიფიცირების ორგანოებთან, ლაბორატორიებთან და ინსპექტორებთან კომუნიკაცია; კომპანიის საქმიანობასთან, პროდუქციასა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა და შესაბამის პროცესებში ასახვის კოორდინაცია; თანამშრომლებისთვის მოქმედი პროცედურებისა და ხარისხის მოთხოვნების გაცნობა; ხელმძღვანელობისთვის ხარისხის სისტემის შედეგების, შეუსაბამობების, რისკებისა და გაუმჯობესების საჭიროებების შესახებ ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ხარისხის მართვის, შესაბამისობის ან სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ISO 9001-ის მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება; შიდა აუდიტების, შეუსაბამობებისა და მაკორექტირებელი ქმედებების მართვის გამოცდილება; პროცედურებთან, სამუშაო ინსტრუქციებსა და ხარისხის ჩანაწერებთან მუშაობის გამოცდილება; ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტაციის გაანალიზებისა და სამუშაო პროცესებში გამოყენების უნარი; ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, ტექნიკური დოკუმენტაციისა და საქმიანი მიმოწერისთვის; საოფისე პროგრამებისა და სამუშაო პროცესების მართვის ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: საწარმოო ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და რეპორტირების გამოცდილება; CE მარკირებისა და პროდუქციის შესაბამისობის შეფასების პროცესებში მონაწილეობა; EN 16034, EN 14351-1, EN 3-ის სერიის სტანდარტებისა და PED 2014/68/EU-ის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება; ქარხნული წარმოების კონტროლისა და პროდუქციის მიკვლევადობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; შედუღების ხარისხის უზრუნველყოფისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ცოდნა; ISO 9001-ის შიდა ან წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატი; პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება; ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი; სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია; შეთანხმებული ქმედებების შესრულებისა და ვადების კონტროლის უნარი. თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fsEkh

Source: hr.ge. Availability may change.