Skip to main content
Back to all jobs

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+

hr.ge

მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისიApply by 12 Dec 2026
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/ სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ გაყიდული სერვისების სრული ციკლის ეფექტიან მართვას, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. ძირითადი მოვალეობები: მომსახურების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; გაყიდული მომსახურების სრული ციკლის კოორდინაცია – მომსახურების მიღებიდან მის სრულად შესრულებასა და დახურვამდე; კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების მართვა; მომსახურების დროული, ხარისხიანი და შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა; მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და შესაბამისი დეპარტამენტების კოორდინაცია; მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა; მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება; მომსახურების პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება; დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება კომპანიის დირექტორთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მომსახურების ან ოპერაციული მიმართულების მართვის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. პიროვნული კომპეტენციები: ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ლიდერული და მენეჯერული უნარები; დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; დროის ეფექტიანი მართვა; გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი. თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/f55bF

Source: hr.ge. Availability may change.