Skip to main content
Back to all jobs

Teravita Plus

hr.ge

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიApply by 12 Dec 2026
კომპანია „ტერავიტა +“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გამოცდილების გარეშე! კომპანია „ტერავიტა+“ 4 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მაღალი ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ნატურალური ბად-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) რეალიზაცია (მათ შორის: ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სოკოვანი ბაქტერიების საწინააღმდეგო, წონის კორექციის, პროსტატა-პოტენციის, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება). სწორედ მაღალი ხარისხის გამო, ჩვენი მომხმარებლები წლობით ინარჩუნებენ ჩვენთან ლოიალურ ურთიერთობას. ჩვენთან იმუშავებთ მხოლოდ უკვე არსებულ, ლოიალურ მომხმარებლებთან! რას გთავაზობთ: ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + მაღალი % გაყიდვებიდან; საშუალო ყოველთვიური შემოსავალი: 2500+ ლარი; დამატებითი წახალისება: ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის; ანაზღაურებადი სტაჟირება: ხანგრძლივობა 5 დღე, დღეში მხოლოდ 4 საათი (მორგებული გრაფიკი) მოქნილი სამუშაო ფორმატი: 1-თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა; სტაბილური ჩარიცხვები: ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ; განვითარება: კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და უფასო პროფესიული ტრენინგები. სამუშაო გრაფიკის არჩევანი (მოირგეთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი): 5/2 — 9-საათიანი სამუშაო დღე; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება გაწერილი სკრიპტის მიხედვით; მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია; შეკვეთების პროგრამულად (CRM სისტემაში) გაფორმება. ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ: ყოველკვირეულ ბონუსებს — ძირითადი ანაზღაურების გარდა, დამატებითი ფულადი წახალისება კვირის შედეგების მიხედვით; Fitpass ბარათს — ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრების წესზე; ულიმიტო ყავასა და ჩაის — ჩვენი ყოველდღიური კორპორაციული ენერგიისთვის. ჩვენ ვეძებთ: კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — ჩვენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით); პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალ შედეგზე; გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს; ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: hr@teravita.app ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე WhatsApp: +995511469763

Source: hr.ge. Availability may change.