Skip to main content
Back to all jobs

Employer

hr.ge

პირადი მძღოლი

თბილისიApply by 11 Dec 2026
კომპანია ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00 ძირითადი მოვალეობები: დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით; ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი; ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი; გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება; საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება); გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა (B კატეგორია); მინიმუმ 6-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება; მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა; პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე; ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი; სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში; მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური. ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა. ანაზღაურება: გამომუშავებით, გასაუბრების შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე: info@kopos.ge

Source: hr.ge. Availability may change.