ეკოკლიმა
hr.geმოლარე კონსულტანტი
თბილისიApply by 11 Dec 2026
კომპანია ეკოკლიმა ეძებს მოლარე კონსულტანტს გათბობისა და გაგრილების ტექნიკის მაღაზიაში ქ.რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
გათბობისა და გაგრილების პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
პროდუქციის მახასიათებლების, ფუნქციებისა და უპირატესობების გაცნობა;
პროდუქციის ასორტიმენტისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა;
ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
სალარო ოპერაციების წარმოება და სალარო აპარატთან მუშაობა;
დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება და შესაბამისი ანგარიშგება;
სავაჭრო სივრცისა და პროდუქციის მოწესრიგება
მოთხოვნები:
სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ტექნიკის ან გათბობა-გაგრილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
პროდუქციის შესწავლისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გიორგი ქუჩიშვილის ქ. N 2ვ
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანმხებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: infoecoclimaa@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 75 87 65
Source: hr.ge. Availability may change.