Skip to main content
Back to all jobs

ჟორდანიას კლინიკა

hr.ge

საოპერაციოს დღის ექთნის თანაშემწე

თბილისიApply by 10 Dec 2026
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის თანაშემწის პოზიციაზე საოპერაციო ბლოკში. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი პროცედურიდან განყოფილება: საოპერაციო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ექთნის დახმარება ოპერაციის მიმდინარეობისას საოპერაციოში ინვენტარისა და ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LHNXPYuc მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.