Skip to main content
Back to all jobs

ჟორდანიას კლინიკა

hr.ge

კოორდინატორი / მითერი

თბილისიApply by 10 Dec 2026
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის (მითერის) პოზიციაზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე, ყოველი მესამე შაბათი 10:00 დან 15:00 მდე ანაზღაურება: 1000 ლარი ძირითადი ფუნქციები: პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით; პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ; პაციენტთა რიგების მართვა; საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება/სტუდენტი; სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გამართული მეტყველება ქართულად; უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე). ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3ffIXbWe

Source: hr.ge. Availability may change.