სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+
hr.geსაერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
თბილისიApply by 9 Dec 2026
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი პროდუქტის მისაღები
ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასებისა და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით;
მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის, ასევე, თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მინიმალური, ასევე, მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
შესყიდვების ჭრილში სხვადასხვა პროექტში ჩართვა;
მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
პერიოდული ტენდერების ჩატარება და ბაზრის კვლევის წარმოება;
ERP (1 C) პროგრამაში მიღებული შეკვეთების ასახვა და მომწოდებლებთან
ანგარიშსწორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვები სფეროში;
სასურველია საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
უნარ-ჩვევები:
ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
დროის სწორი მართვის უნარი;
პრობლემის გადაჭრის უნარი;
ორგანიზების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fEk3Y
Source: hr.ge. Availability may change.