კოფი სთორი
hr.geპრისეილერი
თბილისიApply by 9 Dec 2026
Coffee Store Distribution LLC აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურს, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
არსებული სავაჭრო ობიექტების რეგულარული მონახულება და მომსახურება;
ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთების მიღება;
გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება;
კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
ყოველდღიური სამუშაო ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სასურველია FMCG ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება;
კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
მართვის მოწმობა (B კატეგორია).
ჩვენ გთავაზობთ:
ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას
დამატებით ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების მიხედვით;
კორპორატიულ მობილურ კავშირს;
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00–19:00;
საკუთარი ავტომობილი საჭირო არ არის — კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტით.
დაინტერესების შემთხვევაში:
მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, ევგენი მიქელაძის ქუჩა №9
ტელეფონი: +995 597 40 01 40
CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე:coffeestoredistributionllc@gmail.com
შემოუერთდი Coffee Store Distribution-ის გუნდს
Source: hr.ge. Availability may change.