Monte Gudauri
hr.geმზარეული
ყაზბეგი · გუდაურიApply by 9 Dec 2026
სასტუმრო MONTE აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ლოკაცია: გუდაური
სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
კერძების მომზადება დამტკიცებული მენიუსა და რეცეპტურების შესაბამისად;
საუზმის ბუფეტის მომზადებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
À la carte მენიუს კერძების მომზადება;
პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
პროდუქციის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
კერძების მომზადების ტექნოლოგიებისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და სისწრაფე;
დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
კომფორტულ სამუშაო გარემოს
საცხოვრებელს და კვებას სასტუმროში
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება
დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 04 14 26
Source: hr.ge. Availability may change.