Skip to main content
Back to all jobs

ERC

hr.ge

გაყიდვების მენეჯერი

თბილისიApply by 9 Dec 2026
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://erc-distribution.ge/ შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში. ძირითადი მოვალეობები: არსებული კლიენტების ბაზასთან აქტიური მუშაობა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება; ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — კომპანიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მიმართულებით; კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, კომერციული პირობების შეთანხმება და გაყიდვების განხორციელება; კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება; გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება; შეკვეთების მიღება, დამუშავება და მათი შესრულების პროცესის კონტროლი; ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით; ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი; კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის კარგი უნარები; მიზანდასახულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; საოფისე პროგრამების ცოდნა; გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე); სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე). ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს: ფიქსირებულ ანაზღაურებას (მინიმუმ 1500 ლარი-ცოდნის და გამოცდილების მიხედვით) და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; მრავალფეროვან პროდუქციასთან და ბიზნესპარტნიორებთან მუშაობას; თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით; დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები. მის. ქ.თბილისი. გ.კვიჭიძის ქ.#13ა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -“გაყიდვების მენეჯერი”. გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.