ჰიპერმარკეტი Domino
hr.geკორპორატიული გაყიდვების ოპერატორი
თბილისიApply by 9 Dec 2026
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. N2,
ძირითადი მოვალეობები:
კორპორატიული მომხმარებლების მომსახურეობა, შესული ზარების და მოთხოვნების მიღება.
შეკვეთების მიღება, სისტემაში გატარება და მიწოდების პროცესის მონიტორინგი/კოორდინაცია;
კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე რეაგირება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
დეპარტამენტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერა და პერიოდული რეპორტინგის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (პრიორიტეტად ჩაითვლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
მსგავს პოზიციაზე (B2B გაყიდვები, საოპერაციო მხარდაჭერა, მომხმარებელთა მომსახურება) მუშაობის გამოცდილება
საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office: Excel, Word, PowerPoint);
1С პროგამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები და უნარები:
გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
კვება;
Fitpass;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Mq0GVdzd
გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.