Air Management Systems
hr.geწარმოების ოპერატორი / ბუღალტრის დამხმარე
თბილისიApply by 9 Dec 2026
(AMS) Air Management Systems აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების ოპერატორი (ბუღალტრის დამხმარე).
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 5
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00
შაბათი: 10:00–15:00
ანაზღაურება: 1500–1700 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით).
ძირითადი მოვალეობები:
პირველადი საბუთების მომზადება და ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
პროდუქციისა და სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა;
თვითღირებულების კალკულაცია;
ინვოისებისა და შეკვეთების დამუშავება;
ინვენტარიზაცია და დოკუმენტაციის წარმოება.
მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
სასურველია FINA-სა და RS.GE-ს ცოდნა;
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
უფასო ტრანსპორტირებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ საბონუსე სისტემაში ჩართვას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: www.ams.com.ge
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy.ams@gmail.com. სათაური: წარმოების ოპერატორი (ბუღალტრის დამხმარე)
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 93 88 84
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2026 წელი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეული კანდიდატებთან.
Source: hr.ge. Availability may change.