Skip to main content
Back to all jobs

საქართველოს ბანკი

hr.ge

მიკრო საკრედიტო ექსპერტი

თბილისიApply by 25 Nov 2026
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისში ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია; მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა; მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება. სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით. ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი. სამუშაო ადგილი: საქართველოს ბანკის ფილიალი ან პარტნიორი ორგანიზაციის ობიექტი. სავალდებულო ცოდნა, უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-eksperti-tbilisi-tbilisi-EfXxHM?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2026 წელი.

Source: hr.ge. Availability may change.