PayBox
hr.geმომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
თბილისიApply by 9 Dec 2026
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
რისი გაკეთება მოგიწევს:
მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
საბონუსე ანაზღაურებას (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);
ანაზღაურება- 800 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.
გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
მოქნილობა;
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tMDqFa2b
Source: hr.ge. Availability may change.