Viceversa
hr.geბარისტა / ბარისტას დამხმარე
თბილისიApply by 20 Nov 2026
VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას ბარისტა / ბარისტას დამხმარეს პოზიციაზე.
მდებარეობა: ვაკე, აბაშიძის 29
ცვლები: 08:30–15:30 / 15:30–22:00
ანაზღაურება ბარისტა საათობრივი: საშუალოდ 1000–1200 ₾ (გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით)
ანაზღაურება ბარისტას დამმხმარე საათობრივი: საშუალოდ 700–900 ₾
მხოლოდ სერიოზული კანდიდატებისთვის.
ბარისტობა ≠ ღილაკზე დაჭერა
ბარისტობა = შედეგის კონტროლი (დრო, წონა, გემო)
VICEVERSA-ში ვმუშაობთ Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებით, სადაც მთავარი პრიორიტეტია ყოველდღიურად სტაბილური და გამეორებადი შედეგის მიღება.
ვასწავლით — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სურს სწავლა და პროფესიული განვითარება. ტრენინგი სრულად პრაქტიკულია და ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული.
ვეძებთ
ბარისტას — გამოცდილ ან მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ხარისხიან შედეგზე იმუშაოს.
ბარისტას დამხმარეს — კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიის შესწავლა და ეტაპობრივად ბარისტად განვითარება.
რას ისწავლი ჩვენთან
პროცესის გაგებას და არა მხოლოდ რეცეპტის გამეორებას
ესპრესოს ექსტრაქციის კონტროლს (დრო • წონა • ბალანსი)
გემოს ყოველდღიურ სტაბილურობას
უკუკავშირის მიღებას და მუდმივ განვითარებას
ბარისტას მოვალეობები
ცხელი და ცივი სასმელების მომზადება SCA სტანდარტების მიხედვით
მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაცია
შეკვეთების მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
სალაროსთან მუშაობა და ბალანსის კონტროლი
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
მარაგების კონტროლი და დროული შევსება
აღჭურვილობის ყოველდღიური მოვლა
მენიუსა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
ბარისტას დამხმარის მოვალეობები
ბარისტის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში
სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა
მარაგების შევსება და პროდუქციის მომზადება
მომხმარებლის მომსახურებაში მხარდაჭერა
ეტაპობრივად ბარისტის უნარების პრაქტიკული შესწავლა
რას ველოდებით
სწავლის რეალურ სურვილს
დისციპლინასა და სიზუსტეს
დეტალებზე ყურადღებას
პიკის საათებში სტაბილურ მუშაობას
პასუხისმგებლობას საკუთარ შედეგზე
თუ ეს შენთვის არ არის
თუ ყავა მხოლოდ სამუშაოა და არ გაინტერესებს მისი სიღრმისეულად შესწავლა — გთხოვ, CV არ გამოგზავნო.
თუ მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და გახდე ძლიერი ბარისტა — გელოდებით ჩვენს გუნდში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:2016viceversa@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995597096660 ; +995595286868
Source: hr.ge. Availability may change.