გუდვილი
hr.geპიცის მცხობელი
თბილისიApply by 8 Dec 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
ცომის დამუშავება, მომზადება და გაბრტყლება;
პიცისთვის საჭირო პროდუქტების დაჭრა, დახარისხება, შემოწმება და განკუთვნილ ჭურჭელში ჩალაგება;
პიცის გამოცხობა ტექოლოგიური ბარათის მიხედვით;
სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1300 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ლოკაცია: ვაკე;
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/j0PZJI
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.