ტომსონი&ფრენჩი
hr.geსამშენებლო საქმეთა მწარმოებელი / პრარაბი
თბილისიApply by 8 Dec 2026
ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი / პრარაბი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია - მოვალეობები:
სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი;
სამშენებლო მასალების მიღება/გათვლა და აღრიცხვის კონტროლი
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი,, ფორმა 2;
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ხარჯების ანალიზი;
პერსონალის გრაფიკის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მუშა პერსონალის მოძიება;
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
მარაგების და რესურსების ოპტიმიზაცია;
ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა, დამატებითი დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამისი მიმართულებით;
სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა.
AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ:
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: „ სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი – სახელი, გვარი“
Source: hr.ge. Availability may change.