მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი
hr.geსაწყობის სპეციალისტი
თბილისიApply by 8 Dec 2026
კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია იწვევს ენერგიულ კადრებს საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ.
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი.
ძირითადი მოვალეობები:
საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ენერგიულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პუნქტუალურობა;
ორგანიზებულობა.
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი).
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის სპეციალისტი“.
Source: hr.ge. Availability may change.