მარტ კაპიტალი
hr.geსაქმის მწარმოებლი / ოფისის ადმინისტრატორი
რუსთავიApply by 5 Dec 2026
სამშენებლო კომპანია მარტ კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის / ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
მთავარ ბუღალტერთან მუდმივი კომუნიკაცია და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
RS.ge პლატფორმაზე მუშაობა;
საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
თანამშრომელთა ხელფასების უწყისების მომზადება და გადარიცხვა;
სხვადასხვა დოკუმენტისა და სააღრიცხვო ფორმის შევსება;
შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბუღალტრად ან ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამებისა და MS Office-ის კარგი ცოდნა;
RS.ge პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ქართულ ენაზე გამართული მეტყველება.
სამუშაო პირობები:
ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (ხელზე ასაღები);
დამატებით: ბონუსი გაყიდვებიდან;
სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი;
სამუშაო საათები: 11:00–19:00;
სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებული პრემიუმ ხარისხის საოფისე ჯიხური.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV. martcapital1@yahoo.com
ან დარეკოთ ტელ. ნომერზე +995 597 150015
Source: hr.ge. Availability may change.