Skip to main content
Back to all jobs

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

hr.ge

ექთნის თანაშემწე

თბილისიApply by 5 Dec 2026
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიული გამოცდილების მიღება და განვითარება სამედიცინო სფეროში, მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად. მისამართი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; ან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი (III სემესტრიდან). ძირითადი მოვალეობები და პიროვნული უნარ-ჩვევები: კლინიკის შინაგანაწესის, დადგენილი წესებისა და პროტოკოლების დაცვა; დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად შესრულება; მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს, 24-საათიანი მორიგეობა; ანაზღაურება: შეთანხმებით. კანდიდატთა შერჩევის პროცესი კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: npkhakadze@ico.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 591 107 360 "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი პროფესიონალური გუნდის წევრი!

Source: hr.ge. Availability may change.