Skip to main content
Back to all jobs

დეილი ჯგუფი

hr.ge

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისიApply by 5 Dec 2026
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა: ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სამუშაო ადგილი - თბილისი ძირითადი მოვალეობები: სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაციის ჩატარება; ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებულ გადაცდომებზე დროული რეაგირება; ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამის პროგრამაში სწორად და ზუსტად დაფიქსირება. მოთხოვნები: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან საცალო ვაჭრობის სფეროში; Microsoft Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე; სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; მონაცემებთან ზუსტად და სწორად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა; ორგანიზებულობა და დისციპლინა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/ZTvGq

Source: hr.ge. Availability may change.