სოლარ ავტო
hr.geკორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისიApply by 5 Dec 2026
კომპანია სოლარ ავტო – ელექტრომობილების დილერი, რომელიც 2022 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროთი. გუნდის წევრი იქნება პასუხისმგებელი კლიენტებთან კომუნიკაციაზე, გაყიდვების პროცესის მართვასა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე.
მთავარი მოვალეობები:
ელექტრომობილების გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარების ხელშეწყობა
კლიენტების კონსულტაცია და შესაბამისი მოდელების შეთავაზება
ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
კომპანიის სტანდარტების დაცვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება ან დაინტერესება ელექტრომობილების სფეროში
საოფისე პროგრამების ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი: 10:00 – 19:00
შაბათი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 1500+ ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: corporate@solarauto.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 33 11 43
Source: hr.ge. Availability may change.