Skip to main content
Back to all jobs

კურაციო

hr.ge

პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი

თბილისიApply by 5 Dec 2026
კლინიკა ,,კურაციო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე. მოვალეობები IT პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია; ელექტონულ სისტემაში ახალი სერვისების და ფუნქციონალების დამატება/მართვა; ვენდორების პორტალზე ინციდენტების რეგისტრირება, მიმდინარეობის მონიტორინგი. შეფერხებისას, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ადგილზე დახმარების გაწევა; სისტემის აქტიური მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ცვლილებების მოთხოვნების დამუშავება; ხელმძღვანელი პირის დავალებით ახალი რეპორტების აწყობა. რეპორტის ცვლილებების განხორციელება; სისტემური განახლებებისას შესაბამისი სტრუქტურების პროაქტიული ინფორმირება, განახლების შემდგომი გატესტვა და ხარვეზებზე დროული რეაგირება; ინსტრუქციებისა და სასწავლო მასალების მომზადება მომხმარებლებისთვის, მათი გავრცელება და პერსონალის ტრენინგი ახალ სისტემებსა თუ ფუნქციურ ცვლილებებზე; პროგრამული სიახლეების დანერგვის შემდგომ მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გაანალიზების გზით. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ინგლისურ ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად წერა, საუბარი) პირობები: ლოკაცია: ოთარ ლორთქიფანიძის #31 სამუშაო დღეები და საათები; ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://curatio.selfrecruit.ge/s/f2C0t

Source: hr.ge. Availability may change.