GSC
hr.geიურისტი
თბილისიApply by 5 Dec 2026
ჯი ეს სი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე იურისტი
პოზიციის სამუშაო აღწერილობა:
ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
ორგანიზაციის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და საქართველოს საერთო სასამართლოში, არბიტრაჟში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობის შესრულება კომპანიის მენეჯმენტის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
კერძო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
უცხო ენების ცოდნა (სასურველია).
აუცილებელი უნარები:
კომუნიკაბელურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები: ორშაბათი -პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00-18:00;
მისამართი: ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. #5.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Ekamaisuradze@gsc.ge
Source: hr.ge. Availability may change.