XS სათამაშოები
hr.geგაყიდვების კონსულტანტი
თბილისიApply by 5 Dec 2026
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, გალერეა თბილისში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ორი ბათუმში მდეობარეობს .კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
კომფორტული სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება;
გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პუნქტუალურობა.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სითი მოლი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი თბილისში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.