სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრია
hr.geოჯახის ექიმი/ნევროლოგი
თბილისიApply by 4 Dec 2026
"Symmetria" — ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრია, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალური პროტოკოლებით, მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით.
“სიმეტრია” აცხადებს ოჯახის ექიმ-ნევროლოგის 2 პოზიციას თბილისში (ჩვენი ფილიალები მდებარეობს საბურთალოზე, ვაკეში და ისანში). განიხილება ორი კანდიდატი, როგორც ბავშვთა, ასევე მოზარდთა ნევროლოგები.
ფუნქცია-მოვალეობები:
პაციენტების მიღება და საწყისი კონსულტაცია, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
პაციებტის მართვა, სამკურნალო გეგმის განსაზღვრა და მდგომარეობის მონიტორინგი;
შიდა პროტოკოლებით სამედიცინო მომსახურების გაწევა;
სამედიცინო ჩანაწერების წარმოება საქართველოს კანონმედლობის შესაბამისად;
საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება;
სახელმწიფო სერტიფიკატი ნევროლოგიაში;
გამოცდილება ექიმის პოზიციაზე (რეზიდენტები და უმცროსი ექიმები არ განიხილება);
უპირატესობად ჩაითვლება:
რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
გრაფიკი მოლაპარაკებით: სრული ან შეთავსებით (ნახევარ განაკვეთი);
კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
პროფესიულ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობას;
სტაბილურობასა და მხარდაჭერას;
კლინიკის მომსახურებაზე ფასდაკლებებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr.symmetria.ge@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ნევროლოგი”
Source: hr.ge. Availability may change.