Skip to main content
Back to all jobs

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

hr.ge

მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ასისტენტი

თბილისიApply by 4 Dec 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ასისტენტის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: მენეჯმენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; საქმიანი შეხვედრების ორგანიზება; მიმდინარე პროექტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგი; პოტენციურ კლიენტებთან და ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაცია; კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება; ბიზნესის განვითარების პროცესებში მონაწილეობა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების ინიცირება; სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა. რას ვითხოვთ: უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; კომერციული აზროვნება; ორგანიზებულობა, ინიციატივობა, დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: კლიენტებთან ურთიერთობის და/ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; კორპორაციულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. კანდიდატის შერჩევის ეტაპები: საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება; გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება; პერსონალური მონაცემების გადამოწმება; წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი; ცნობა ნასამართლეობის შესახებ. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/F9748 გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.