დაჯი
hr.geინსპექტორი
თბილისიApply by 4 Dec 2026
კომპანია "დაჯი" 30 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.
ჩვენი გუნდი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
ტექ-ინსპექტირების კომპანია "დაჯი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:ინსპექტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მართვა და კეთილსინდისიერად შესრულება;
ინსპექტირების პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინჟინრის ან ტრანსპორტის მომსახურების სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინსპექტირების ცენტრში ან ავტო მომსახურების სფეროში;
მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებული;
გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1800 ლარი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა 10;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrpticenter@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
შპს "დაჯი" გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.