CMX Solutions
hr.geგერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
თბილისიApply by 4 Dec 2026
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით , სხვადასხვა გერმანულ პროექტში
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. კანდიდატები გადანაწილდებიან ენობრივი მონაცემების მიხედვით.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
გერმანული ენის ცოდნა (B1.3, B2, C1 დონე)
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
სისხარტე, ოპერატიულობა;
სიზუსტე, აკურატულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
ჩვენ გთავაზობთ:
ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
ფიქსირებულ ანაზღაურებას;
ყოველთვიურ ბონუსს (300 ლარიდან);
რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე (600 ლარიდან);
ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე - https://shorturl.at/6prWr
„პროექტზე განაწილება მოხდება კანდიდატის ენობრივი ცოდნის მიხედვით.“
გისურვებთ წარმატებებს!
Source: hr.ge. Availability may change.