ლა პანეტერია
hr.geმზარეული
თბილისიApply by 3 Dec 2026
ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მზარეული
ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს გუნდის ახალ წევრს!
ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ნამდვილ იტალიურ გასტრონომიას, ხარისხიან ინგრედიენტებსა და ტრადიციულ რეცეპტებს.
ლა პანეტერია არის იტალიური პრემიუმ ფქვილის მწარმოებლის, Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ასევე პირდაპირ იტალიიდან შემოგვაქვს მაღალი ხარისხის ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა პროდუქტები, რომლებითაც ვქმნით ჩვენს მენიუს.
ძირითადი მოვალეობები:
იტალიური კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად
პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი
სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
გუნდური მუშაობის უნარი
იტალიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
მაღალი ხარისხის იტალიურ ინგრედიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას
პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com
შემოუერთდი ლა პანეტერიას გუნდს და განავითარე შენი პროფესია იტალიურ გასტრონომიასთან ერთად!
Source: hr.ge. Availability may change.