Skip to main content
Back to all jobs

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

hr.ge

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

თბილისიApply by 3 Dec 2026
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8 სამუშაო განაკვეთი: კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: დაზღვეულთა მომსახურება კომპანიის სერვისის სტანდარტის შესაბამისად; დაზღვეულთა სატელეფონო კონსულტაცია; კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება; სამედიცინო მომსახურების ორგანიზება პროვაიდერ ან/და არაპროვაიდერ კლინიკაში საქართველოს ფარგლებში (საზღვარგარეთ ასეთის კონტრაქტით დაფარვისა და მოთხოვნის შემთხვევაში); ოჯახის ექიმის კონსულტაციის/ბინაზე გამოძახების ორგანიზება; სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა; ელექტრონულ სისტემაში (სოფტში) სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო მიმართვების შექმნა პროცედურით განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში; მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა; მიმართვის ავტორიზების მოთხოვნა; განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ დაზღვეული პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით; მიმართვის ავტორიზების მოთხოვნის, ავტორიზებისა და ადრესატისთვის მიწოდების პროცესის კოორდინირება და კონტროლი; დაზღვეულის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება და სოფტში საგარანტიო წერილის მოთხოვნის შექმნა, ანაზღაურების მოთხოვნის შექმნა, ადრესატისთვის დოკუმენტაციის მიღების წერილობითი დადასტურება; დადასტურებული საგარანტიო წერილის შესახებ ინფორმაციის ადრესატისთვის მიწოდება შესაბამისი კომენტარებითა და გადაწყვეტილების მიღების წყაროს მითითებით (ხელშეკრულების პუნქტი, პროტოკოლი, გაიდლაინი და ა.შ.); პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მიწოდება; ანაზღაურების მოთხოვნის, საგარანტიო წერილის ავტორიზაციის და მიმართვის გაცემისას არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით; დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში საპრეტენზიო სამსახურთან გადამისამართება; მიღებული მომსახურების მონიტორინგი (ბინაზე ექიმის ან/და სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში) სტანდარტის შესაბამისად; განაცხადის შევსებაში დაზღვეული პირის მხარდაჭერა (მ.შ. საპრეტენზიო ფორმა) და კომიტეტზე გატანის უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი; საკუთარი საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა, საჭიროებისამებრ; რას ვითვხოთ: უმაღლესი სამედიცინო განათლება; სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კანდიდატის შერჩევის ეტაპები: საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება; გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება; პერსონალური მონაცემების გადამოწმება; წინასახელშეკრულებო ეტაპი: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი; ცნობა ნასამართლეობის შესახებ. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FooXW გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.