Skip to main content
Back to all jobs

Spark By Hilton Tbilisi Biography

hr.ge

მზარეული

თბილისიApply by 3 Dec 2026
Spark by Hilton"-ის გუნდი ეძებს მზარეულს. ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს სტანდარტებისა და დამტკიცებული რეცეპტების შესაბამისად კერძების მომზადება; მომზადებული კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა; საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა; საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება და პროდუქტების სათანადო პირობებში შენახვა; პროდუქტების ვარგისიანობის, სიახლისა და ხარისხის კონტროლი; სამზარეულოსა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; სამზარეულოს გუნდთან და სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა; მოთხოვნები: მზარეულის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; საკვების მომზადებისა და კულინარიის ძირითადი ტექნიკების ცოდნა; საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა; პასუხისმგებლობიანი და სანდო მიდგომა სამუშაოსადმი. ჩვენ გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკს: 07:00-დან 16:00 საათამდე; ანაზღაურება: 1370 ლარი ხელზე; პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; დაზღვევას და კვებას. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: tamara.nodia@hilton.com და წერილის თემაში მიუთითოთ მზარეული.

Source: hr.ge. Availability may change.