ALUMET
hr.geფასადების ინჟინერი
თბილისიApply by 3 Dec 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Facade Engineer / ფასადების ინჟინრის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ გამოცდილ ფასადების ინჟინერს, რომელსაც შეუძლია პროექტის ტექნიკურ ნაწილზე დამოუკიდებლად მუშაობა — არქიტექტურული და ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებიდან, სისტემებისა და კვანძების ტექნიკური გადაწყვეტებიდან, მასალების რაოდენობებისა და საწარმოო დავალებების მომზადებამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი და დამუშავება;
სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება AutoCAD-ში და ალუმინის სისტემების/კონსტრუქციების დამუშავება Orgadata-ში;
ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტებისა და კვანძების დამუშავება;
პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
პროექტისთვის საჭირო სამუშაო მოცულობების უწყისების მომზადება;
საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების უწყისების მომზადებაში მონაწილეობა;
პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობების განსაზღვრა;
პროექტისთვის შესყიდული მასალების რაოდენობების შედარება პროექტით გათვალისწინებულ საჭიროებებთან და მათი კონტროლი;
საწარმოსთვის საწარმოო დავალებების მომზადება და გაცემა;
ობიექტისთვის საჭირო სამონტაჟო მასალების ნუსხისა და რაოდენობების მომზადება;
საპროექტო, საწარმოო და სამონტაჟო პროცესებს შორის ტექნიკური კოორდინაცია;
პროექტის მენეჯერთან, საწარმოსთან, შესყიდვების დეპარტამენტთან და სხვა შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაცია;
ტექნიკური საკითხებისა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
სამუშაო პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და დანაკარგების შემცირების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან მონათესავე სფეროში;
ფასადების ინჟინრის ან ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
Orgadata-ს კარგი ცოდნა და პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტებისა და კვანძების დამუშავების გამოცდილება;
სამშენებლო, არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვისა და დამუშავების უნარი;
AutoCAD-ის კარგი ცოდნა;
Excel-ის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
ArchiCAD-ის ან სხვა შესაბამისი საინჟინრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად გაანალიზებისა და გადაწყვეტის უნარი;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი — თბილისი;
სამუშაო დღეები — ორშაბათი–პარასკევი; შაბათი — საჭიროების შემთხვევაში, ნახევარი სამუშაო დღე;
ანაზღაურება — 3,500–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: „Facade Engineer“.
Source: hr.ge. Availability may change.