ALUMET
hr.ge1C ოპერატორი
თბილისიApply by 3 Dec 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: 1C ოპერატორი — მასალებისა და საწყობების აღრიცხვა.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. ჩვენი მიმართულებებია ალუმინისა და მინის ფასადური სისტემები, კარ-ფანჯრები, ვენტილირებადი ფასადები და მინის მოაჯირები.
ვის ვეძებთ: სპეციალისტს, რომელსაც აქვს 1C-ში მასალებისა და საწყობების ყოველდღიური აღრიცხვის პრაქტიკა სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში. სამუშაო მოიცავს არა მხოლოდ საქონლის მიღება-რეალიზაციას, არამედ ნედლეულის, მასალების, საწარმოო და სამშენებლო ობიექტებზე მოძრაობების, ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლს.
სამშენებლო და საწარმოო გამოცდილება აუცილებელია - თბილისი - სრული განაკვეთი.
პოზიციის ძირითადი მიზანი:
ALUMET-ის საწყობებში, წარმოებასა და სამშენებლო ობიექტებზე მასალების მოძრაობის დროული და ზუსტი ასახვა 1C-ში; შესრულებული სამუშაოებისა და საწარმოო შეკვეთების მონაცემებით მასალების ჩამოწერა, ნაშთებისა და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
1C-ში მასალების მიღების, გაცემის, საწყობებს შორის, წარმოებაში და სამშენებლო ობიექტებზე გადაადგილების, დაბრუნებისა და ჩამოწერის აღრიცხვა;
საწყობის პროგრამული ნაშთების ფაქტობრივ მონაცემებთან შეჯერება, ინვენტარიზაციის შედეგებისა და გამოვლენილი სხვაობების დამუშავება;
შესრულებული სამუშაოების აქტების / ფორმა №2-ისა და ინჟინრების მონაცემების საფუძველზე პროექტებზე გამოყენებული მასალების ჩამოწერის მომზადება და 1C-ში გატარება;
საწარმოო შეკვეთების მიხედვით ნედლეულისა და კომპონენტების გაცემის, ფაქტობრივი ხარჯვისა და ნარჩენების/დაბრუნებების აღრიცხვა;
მასალების დასახელებების, ერთეულების, რაოდენობების, საწყობების, ობიექტებისა და პროექტის კოდების სისწორის კონტროლი;
შესყიდვის, მიღება-ჩაბარების, სასაქონლო ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების შემოწმება და სისტემაში ასახვა;
Excel-ში პროექტებისა და საწყობების მიხედვით მასალების მოძრაობის, ნაშთების, ჩამოწერებისა და შეუსაბამობების შედარებითი ცხრილების მომზადება;
საწყობის, წარმოების, პროექტების მენეჯერების, ინჟინრებისა და ბუღალტერიის გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
საჭიროების შემთხვევაში დისტანციური განბაჟებისა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში დოკუმენტების დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები — აუცილებელია:
1C პროგრამაში მასალებისა და სასაწყობო ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვის დადასტურებული პრაქტიკული გამოცდილება;
სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში მასალების, ნედლეულის ან მარაგების მოძრაობის აღრიცხვაზე მუშაობის გამოცდილება;
საწყობის მიღება-გაცემის, შიდა გადაადგილებების, ობიექტებზე/წარმოებაში გაცემის, ნაშთების კონტროლისა და მონაცემების შეჯერების გამოცდილება;
ზედნადებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის ცოდნა;
Microsoft Excel-ის კარგი სამუშაო ცოდნა — ფორმულები, ფილტრები, მონაცემების შედარება და მოცულობითი ცხრილების დამუშავება;
საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
დამატებითი უპირატესობები
სამშენებლო პროექტების მიხედვით მასალების ჩამოწერა, შესრულებული სამუშაოების აქტებთან / ფორმა №2-ებთან მუშაობა;
წარმოებაში ნედლეულის ხარჯვის, წარმოების შეკვეთების, ნარჩენებისა და დაბრუნებების აღრიცხვა;
ინვენტარიზაციის, იმპორტის დოკუმენტებთან ან დისტანციური განბაჟების პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება;
რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღება;
ანალიტიკური აზროვნება;
პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა;
შეუსაბამობების დამოუკიდებლად გამოვლენისა და სხვადასხვა განყოფილებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ოფისი, თბილისი;
დღეები: ორშაბათი–პარასკევი;
საათები: 10:00–18:00;
ანაზღაურება: 2,000 ლარი. ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა — კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ სათაური: „1C ოპერატორი — მასალების აღრიცხვა“.
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ კონკრეტული სამუშაო მაგალითები: რომელ სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში მუშაობდით; რა ტიპის საწყობებსა და მასალებს აღრიცხავდით 1C-ში; გაქვთ თუ არა პროექტების/წარმოების შეკვეთების მიხედვით მასალების ჩამოწერისა და ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge
Source: hr.ge. Availability may change.