Skip to main content
Back to all jobs

კომპანია SMG

hr.ge

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისიApply by 2 Dec 2026
SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი საქმიანობის აღწერა: შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით; საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება; სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში; უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება; ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება; სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის. ძირითადი მოთხოვნები: აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების ფლობა; უცხო ენები: ინგლისური (სასურველია) კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისში) სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

Source: hr.ge. Availability may change.