თოდუას კლინიკა
hr.geანესთეზიის ექთანი
თბილისიApply by 1 Dec 2026
შპს "თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის ექთნის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.
ანაზღაურება: 1750 (დარიცხული) ლარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
ანესთეზიაში ან რეანიმაციაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
სანიტარული ნორმების და პროცედურების დაცვა.
ბენეფიტები:
Todua cares- უფასო სამედიცინო მომსახურება;
Fitpass;
ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება).
კომპანია თანამშრომლებს წელიწადში ორჯერ უზრუნველყოფს დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ynPfi8qd
Source: hr.ge. Availability may change.