ინვესტ ჯგუფი
hr.geგაყიდვების სპეციალისტი
ბათუმიApply by 1 Dec 2026
Invest Group სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.ბათუმში
კომპანია ეძება მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, კონსულტაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
კომპანიის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუსი;
კომპანიის პროექტების, ბინებისა და შეძენის პირობების პროფესიონალურ დონეზე წარდგენა;
კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების პროცესის მართვა;
კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დისციპლინარულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
P.S სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
საქმიან, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: office@investgroupbatumi.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აიცილებლად მიუთითოთ: „გაყიდვების სპეციალისტი“.
Source: hr.ge. Availability may change.