4Hospitals
hr.geსამედიცინო წარმომადგენელი
თბილისიApply by 29 Nov 2026
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ სამედიცინო კომპანიაა „4Hospitals“ რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს სამედიცინო მოწყობილობების/მასალების/პროდუქციის და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის და სხვა ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის.
„4Hospitals“ არის მრავალი საერთაშორისო სამედიცინო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია - „ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე“, შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
სამუშაოს აღწერილობა:
სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
კომპანიის პორტთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეზიუმეს გამოსაგზავნად გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: https://4hospitals.selfrecruit.ge/s/FclEb
Source: hr.ge. Availability may change.