Oktopus Fitness Club
hr.geბარის ადმინისტრატორი
თბილისიApply by 29 Nov 2026
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ბარის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი). კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
პასუხისმგებლობები:
მომხმარებლის ეფექტური მიღება და მომსახურება;
კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
ტერმინალთან მუშაობა;
გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
პოზიტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების (Word, Excel) საბაზისო ცოდნა;
უცხო ენების ცოდნა (ინგლისური);
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
განრიგი და ანაზღაურება:
განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლები: 08:00-15:30 სთ. ან15:30 -23:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით:
კორპორატიულ ფასდაკლებებს და სხვა ბენეფიტებს.
დეტალური პირობების სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://oktopus.selfrecruit.ge/s/ivkNh
Source: hr.ge. Availability may change.