Skip to main content
Back to all jobs

Hopihop

hr.ge

მოლარე-კონსულტანტი

თბილისიApply by 29 Nov 2026
თბილისი მოლში, Hopihop-ის ბატუტის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს. თუ გიყვარს ბავშვები და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია შენთვისაა! რას გთავაზობთ? ანაზღაურებად სტაჟირებას; ანაზღაურება ხელზე ასაღები 1100 ლარიდან + ბონუსები გაყიდვებიდან; მეგობრულ და მხიარულ გარემოში დასაქმებას; სამუშაო გრაფიკი 1: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი. დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (კვირის დღეებიდან) სამუშაო გრაფიკი 2: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი (ცვლები: 10:00-16:00 / 16:00-22:00, შაბათ-კვირა 8 საათიანი ცვლა); დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე; რა იქნება შენი მოვალეობა? მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება; ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში; სივრცის ყოველდღიური შემოწმება. ვის ვეძებთ? მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს; სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 571 96 96 12

Source: hr.ge. Availability may change.