ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი
hr.geსამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
თბილისიApply by 29 Nov 2026
სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი პროექტის ფარგლებში აცხადებს სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (ისანი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
ელექტრონულ პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და ქაღალდმატარებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი მონაცემების შედარება/გადამოწმება;
სამედიცინო ისტორიების, ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფისა და სისწორის კონტროლი;
ხარვეზების, შეუსაბამობებისა და ნაკლული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება;
საჭირო ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტაციის სრულყოფა შესაბამის ექიმებთან და განყოფილებებთან კოორდინაციით;
სამედიცინო დოკუმენტაციის კორესპონდენციის მართვა;
სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად;
სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი;
სამედიცინო შემთხვევების შეფასება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
დადგენილი ვადებისა და რეგულაციების დაცვით დოკუმენტაციის მოწესრიგება;
ხარისხობრივ ხარვეზებზე რეაგირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
სამედიცინო პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია დოკუმენტაციის სრულყოფისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
დეტალებზე და შედეგზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა;
დროის ეფექტურად გამოყენება;
გუნდური მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“);
თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას;
„GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
„Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.