ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი
hr.geფლებოტომისტი
თბილისიApply by 29 Nov 2026
სს „ვიანი“ – თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს - ფლებოტომისტის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი).
ძირითადი მოვალეობები:
პაციენტისთვის ვენური/კაპილარული სისხლის ნიმუშების აღება;
პაციენტების იდენტიფიკაცია და პროცედურისთვის მომზადება;
ბიოლოგიური ნიმუშების სწორად მარკირება, შენახვა და ლაბორატორიაში გადაცემა;
ინფექციის კონტროლისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამისი სამედიცინო განათლება;
სისხლის აღების პროცედურების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
ასეპტიკისა და ანტისეპტიკის პრინციპების ცოდნა;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.