არჩევანი
hr.geფილიალის მენეჯერი
ბორჯომი · ბაკურიანიApply by 28 Nov 2026
კომპანია არჩევანი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის (სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტი) პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
ჩვენი მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს სახლის მშენებლობისა და მოწყობისთვის — სამშენებლო მასალებიდან დაწყებული, სამზარეულოს ,ეზოს ავეჯით, ტექნიკითა, ჭურჭლით და აქსესუარებით დასრულებული. ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც გაუძღვება ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა და გუნდის მოტივირება;
პროდუქციის შესყიდვები და ნაშთების კონტროლი;
მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა და მომხმარებელთან ურთიერთობა;
პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და გრაფიკების მართვა;
რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მენეჯერულ პოზიციაზე , მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
სამშენებლო-სარემონტო მასალების საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;
საოფისე პროგრამების (Excel) და სასაქონლო პროგრამის ცოდნა (მაგ: FINA, RS.ge).
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტულ ხელფასს 3000ლ + ბონუსებს გაყიდვებიდან;
პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: archevani20@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555020630; +995571419050
Source: hr.ge. Availability may change.